logo
ENG



ქვემო ქართლში დადასტურებული 4 შემთხვევიდან 2 სამედიცინო კლასტერს უკავშირდება - გუბერნატორი

20 აპრ 202016:52
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლში​ კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დადასტურებული ოთხი შემთხვევიდან ორი სამედიცინო კლასტერს უკავშირდება, ორი შემთხვევა კი სოფელ სავანეთის ოჯახურ კლასტერთან არის კავშირში.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, პირები რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათ კონტაქტები ფაქტობრივად არ აქვთ.

„გუშინ 4 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა ბოლნისში. სამედიცინო კლასტერიდან, ოჯახებიდან, სადაც ინფექცია დადასტურებული იყო, გაგრძელდა ოჯახის ერთ წევრთან და ექთანთან. ასევე სავანეთის ოჯახურ კლასტერთან გვაქვს შემთხვევა და პირებთან ვინც იყვნენ თვითიზოლაციაში, კარანტინში. ყველა ახალ შემთხვევასთან ზომები მიღებული იყო წინასწარ და მათ პრაქტიკულად კონტაქტები არ ჰქონიათ“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.


close დახურვა